PayPal-მა ახალი უპროცენტო განვადების პროდუქტი წარმოადგინა
PayPal-მა ახალი უპროცენტო განვადების პროდუქტი წარმოადგინა
Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნილება ინტერნეტ მაღაზიებზე, ხოლო მომხმარებლებმა ეკონომიის სხვადასხვა საშუალებების ძიება დაიწყეს.
აქედან გამომდინარე PayPal-ის მიერ წარმოდგენილი პროდუქტი "იყიდე ახლა, გადაიხადე მერე" დროული აღმოჩნდა. ამ პროდუქტით გამყიდველებს საშუალება ეძლევათ, ფინანსური მოქნილობის შეთავაზებით მყიდველების ინტერესებს უკეთ მოერგონ.
ახალი პროდუქტი შემდეგნაირად მუშაობს — გამყიდველი გაყიდული პროდუქტის თანხას PayPal-ისგან წინასწარ იღებს, ხოლო შემდგომში, $30-დან $600-მდე ღირებულების განვადებას მომხმარებელი 6-კვირიან პერიოდში 4 ეტაპად, ყოველგვარი საპროცენტო და საკომისიო გადასახადების გარეშე ფარავს.
"ჩვენ ონლაინ სფეროში "იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით" მოდელის შეთავაზებით ინოვატორები ვხდებით. ეს ფაქტორი მომხმარებლებისთვის შოპინგის მოქნილ მოდელს ქმნის, რაც გამყიდველებისთვის გაყიდვების სტიმულირების ხელსაწყოდ შეიძლება იქცეს", — აცხადებს PayPal-ის ვიცე პრეზიდენტი, დუგ ბლანტი.

წყარო: www.next.on.ge 
ბლოგის სხვა თემები