AFTERPAY - ახალი თანამედროვე სერვისი ფინანსურ სფეროში
AFTERPAY - ახალი თანამედროვე სერვისი ფინანსურ სფეროში
ავსტრალიურმა ბანკმა Westpac ლოკალურ ციფრულ პლატფორმა AfterPay-სთან დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ჯერ იყიდონ პროდუქტი, შესაბამისი თანხა კი მოგვიანებით გადაიხადონ. ეს არის პირველი მესამე მხარის ფინტექ კომპანია, რომელიც Westpac-ისთვის მსგავს -— ბანკინგი როგორც სერვისის გაგების პლატფორმას შეუერთდა. 
ახალი ციფრული პლატფორმა იყენებს ქლაუდის ტექნოლოგიას 10x Future Technologies-იდან. ეს კი Westpac-ს ეხმარება გაამყაროს საკუთარი ურთიერთობა ფინტექ პარტნიორებთან, რომლებსაც ტრადიციული სერვისების ახალ, თანამედროვე რეალობას მორგებულ სერვისებად ქცევა უნდათ. 

როგორც Westpac-ის CEO — პიტერ კინგი ამბობს: "ფინტექთან დაკავშირებული ინოვაციები მრავალი მნიშვნელოვანი მიმართულებით ცვლის ბანკინგის პრაქტიკას. ჩვენი ახალი ციფრული ბანკინგის პლატფორმა ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიხედვითაც მხარს ვუჭერთ მომხმარებელთა საჭიროებებზე უკეთესი რეაგირების ტრენდს. ეს პლატფორმა კი გვეხმარება ჩვენი ბანკინგის გამოცდილებისა და ინოვაციების კომბინირებაში, იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებს ახალი სამომხმარებლო გამოცდილებების შენებაში დავეხმაროთ". 
ცნობილია, რომ 2021 წლის მეორე კვარტლისთვის, Afterpay უზრუნველყოფს Westpac-ის 3.3 მილიონი მომხმარებლის მომსახურებას ანაბრებისა და ფინანსების მართვის მიმართულებით. 


Afterpay CEO — ენტონი ეისენი ამბობს, რომ "Afterpay უნიკალური საშუალებაა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი ხდება კომპანიამ გააფართოვოს და გააღრმავოს მომხმარებელთან ურთიერთობა და ამასთან, უზრუნველყოს ფულის მართვის, ბიუჯეტირებისა თუ დაგროვების კომფორტი".  ენტონი ეისენის თქმით, Afterpay-სთვის ეს მხოლოდ საწყისი ამბიციებია, რადგან ისინი პროდუქტის დატესტვის გლობალურ შესაძლებლობებს სწავლობენ. 

წყარო: www.next.on.ge 
ბლოგის სხვა თემები

იპოთეკური განაცხადის ავტომატიზაცია Google Cloud-ის მიერ

Google Cloud-მა წარმოადგინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც იპოთეკური განაცხადების დამუშავების რთული პროცესის დაჩქარებას ემსახურება.

გაიგე მეტი

YES ბანკმა WhatsApp--ში AI ბოტით მომსახურება დანერგა

ინდურმა YES ბანკმა 60-მდე სახეობის ფინანსური სერვისის მიწოდება AI ბოტის საშუალებით WhatsApp-შიც დაიწყო.

გაიგე მეტი

Plug and Pay - ქართული კომპანია, რომელიც ელექტრონულ ვაჭრობას ამარტივებს

გაიცანი ქართული ფინტექ კომპანია

გაიგე მეტი