Banking as a Service - ინოვაციური პროდუქტების შექმნის მარტივი გზა
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც თითქმის ყველას შეუძლია შექმნას ინოვაციური, რეგულირებადი ფინანსური პროდუქტები ისევე მარტივად, როგორც Shopify-ზე შეგიძლიათ შექმნათ გვერდი — ეს არის Banking as a Service-ის (BaaS) მაგია.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ BaaS-ის აღმასვლას. მას იყენებს — Stripe, Grab, Apple და Lyft.  აქ ტრილიონობით დოლარზეა საუბარი. Goldman Sachs–იც BaaS იყენებს თავის საგზაო რუკისთვის და ამით ქმნის დეველოპერულ პორტალს.

ყველაზე კარგი ის არის, რომ ეს ურთიერთსასარგებლოა, როგორც ბანკებისათვის (ქმნის რა შემოსავლის მიღების ახალ საშუალებებს), ასევე ბრენდებისთვის (მათ ახალი შეთავაზების შესაძლებლობა უჩნდებათ), და ასევე სპეციალიზირებული პროვაიდერებისთვის.
მოდით გავეცნოთ მიზეზებს თუ რატომ არის BaaS საბანკო ეკოსისტემაში მყოფი ყველა მოთამაშისთვის მნიშვნელოვანი.

შემოსავლის მეტი ნაკადი


საბანკო ლიცენზიები ძვირია და მოსაპოვებლად რთულია. BaaS-ის მეშვეობით ბანკებს შეუძლიათ თავიანთი ლიცენზია მარტივად მიაქირავონ ბრენდებსა და პროვაიდერებს.

შედეგად, ბანკები უფრო მეტ ფულს შოულობენ თავიანთი საბანკო ლიცენზიიდან. ეს ბრენდებისა და პროვაიდერების გავლით დამატებითი შემოსავლის მიღების კიდევ ერთი გზაა.

მაგალითად, Evolve-აძლევს საბანკო ლიცენზიას Synapse–სა და Mercury–ს, ამავდროულად უზრუნველჰყოფს სახაზინო და ფინანსურ მომსახაურებას.


გაზრდილი შემოქმედებითობა


BaaS საშუალებას აძლევს ბრენდებს მარტივად უზრუნველყონ ფინანსური მომსახურება. ბრენდებს შეუძლიათ აირჩიონ ის პროვაიდერები, რომლებსაც ისინი გამოიყენებენ, იმისდა მიხედვით, თუ რა სჭირდება მათ მომხმარებელს.
ამის კარგი მაგალითია Apple-ის თანამშრომლობა Goldman Sachs–თან Apple Card–ის შეთავაზებით, რაც მას საშუალებას აძლევს ფინანსური მომსახურება უზრუნველყოს და ეს ყველაფერი საბანკო ლიცენზიის გარეშე. ამით Apple-ს სურს, გადავიდეს "ყველაფერი ერთში" ბიზნეს სტრუქტურაზე.
BaaS ბრენდებისთვის უზარმაზარ შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა დახვეწონ ურთიერთობები მომხმარებლებთან. ასე ბანკები ეხმარებიან ბრენდებს და უწყობენ ხელს ეფექტურობის გაზრდაში.

ბაზარზე სწრაფი შესვლა


საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღება უკიდურესად ძვირია და მას წლები სჭირდება. BaaS დროის მოგების საშუალებას იძლევა, რის შედეგადაც კომპანიები ბაზარზე უფრო სწრაფად ხვდებიან.
ასეთი მაგალითია Deserve. სტუდენტური საკრედიტო ბარათი გთავაზობთ "ერთი შეესაბამება ყველაფერს" ტექნიკურ შესაძლებლობებს, რაც დაეხმარება ბრენდებს საკრედიტო ბარათებით ბაზარზე 90 დღის განმავლობაში გავიდნენ. Deserve-ს შეუძლია უზრუნველყოს ასეთი სიჩქარე მხოლოდ თვითმომსახურების საშუალებებზე ორიენტირებით და გაყიდვების ციკლის ეფექტურობით.

საშუალება იყიდო იქიდან საიდანაც გინდა


BaaS– ის მიღება ნიშნავს, რომ ბრენდებს შეუძლიათ გააფართოვონ თავიანთი შეთავაზებები.
მაგალითად, Grab Financial-მა გააუმჯობესა თავისი მომსახურება GrabPay-ის ბარათის საშუალებით, იმის მაგივრად, რომ მომხმარებლისთვის ეთხოვა სხვა მობილური ბანკინგის აპლიკაციის გამოყენება.

სპეციალიზირებულობით სარგებლობა


BaaS-ის გამოყენებით, ნაცვლად იმისა, რომ ერთი მოქმედი მოთამაშე ფარავდეს მთელ საბანკო საქმეს, პროვაიდერებს შეუძლიათ სპეციალიზირდნენ იმაზე, რაშიც საუკეთესოები არიან. მაგალითად, Marqueta ცნობილი გახდა გადასახადების სპეციალიზირებით, ხოლო Stripe გადასახადებზე ფოკუსირდა და დროთა განმავლობაში, გააფართოვა თავისი შესაძლებლობები ხაზინის, პროდუქტებისა და ფინანსური დანაშაულის მიმართულებით. სპეციალიზირებით კონკრეტულ სფეროებში, პროვაიდერებს შეუძლიათ იყვნენ იმ ბაზარზე, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია.

მომხმარებელთა მეტი ჩართულობა, მეტი შემოსავალი


ჩვენ აღვნიშნეთ, თუ როგორ შეუძლიათ ბანკებს BaaS-ით ახალი შემოსავლის მიღება და უნდა აღინიშნოს, რომ იგივე ბრენდებსაც შეუძლიათ.
Square-მა დიდი შემოსავალი მიიღო თავისი Cash აპლიკაციიდან. 2019 წელს, Square Cash აპლიკაციამ $ 1.11 მილიარდი გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 157 პროცენტით მეტია. მათ ასევე მოიზიდეს ყოველთვიური 24 მილიონი აქტიური მომხმარებელი. ეს 60 პროცენტიანი წლიური ზრდა იყო.

მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესები ქმნიან ტენდენციას


BaaS–მა მიიზიდა მსოფლიოში უდიდესი ტექნიკური გიგანტები, გლობალური ბანკები და საყოფაცხოვრებო ბრენდები.
შევხედოთ Strips-ს. მას შემდეგ, რაც იგი დაარსდა 2010 წელს, მან ტექნიკურ კომპანიებს გადახდის პრობლემის გადაჭრა შესთავაზა. მათ აქვთ მცირე მომხმარებელთა ბაზები. Stripe ახლა 36 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ტექნიკური კომპანიები, რომლებმაც Stripe-თან თანამშრომლობდნენ, მასთან ერთად იზრდებიან.
Goldman Sachs, აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი, ასევე წინ მიიწევს BaaS-სთან დაკავშირებით. მან ცოტა ხნის წინ ჩაუშვა API-first developer portal, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს ჩადონ ფინანები საკუთარ ბიზნესებში. ეჭვგარეშეა, რომ სხვა ბანკები მიჰყვებიან გოლდმანის მაგალითს.

წყარო: www.next.on.ge 
ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×