10 ფინტექ პროგნოზი 2021 წლისათვის
2020 წელი ციფრული სამყაროსთვის მასტიმულირებელი გამოდგა, განსაკუთრებით კი ფინტექის კუთხით. ბევრი წამყვანი კომპანია ფიქრობს, რომ 2020 წელი ახალი ათვლის წერტილი იყო და ინდუსტრია ზრდას მომავალში კიდევ უფრო სწრაფად განაგრძობს. ფინტექ ექსპერტები მთელი მსოფლიოდან გვიზიარებენ თავიანთ გათვლებსა და ხედვებს, თუ რა იქნება წელს ტრენდული.


ნეობანკებისა და ციფრული საბანკო სერვისებისათვის 2021 საგამოცდო წელი იქნება


პირველ რიგში უნდა ვივარაუდოთ, რომ ნეობანკებისა (ბანკები, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით მუშაობენ) და სხვა ციფრული საბანკო სერვისებისათვის საკმაოდ რთული წელი იქნება. 2020 წელს რამდენიმე ნეობანკი გაქრა კიდეც. როგორც აღმოჩნდა, მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი მაინც კლასიკურ საბანკო სისტემებს ანიჭებს უპირატესობას.

დიდი კომპანიები, მომხმარებელთა მიერ, პროდუქტების საძიებო და შესაძენ ახალ გზებზე დაიწყებენ ფიქრს


სოციალური მედიები, ელექტრონულ კომერციაში ჩართული კომპანიები და საგადახდო სისტემები შეეცდებიან გააუმჯობესონ და დაანახონ მომხმარებლებს ახალი გზები პროდუქტების მოსაძებნად და შესაძენად. ეს ყველაფერი დადებითად აისახება თითოეული მომხმარებლის საფულეზე. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია Meemo — აპლიკაცია, რომელიც იმახსოვრებს თქვენს ინფორმაციას, აკვირდება რას ყიდულობთ, როდის ან სად. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მას შეუძლია შეგმოთავაზოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც იაფიცაა და რეალურადაც გჭირდებათ. ამავდროულად, აპლიკაციის მეშვეობით რჩევების მიცემა მეგობრისთვისაც შეგიძლიათ. Meemo ცვლის ვაჭრობის გამოცდილებას და მას სხვა კუთხით გვანახებს.

ბანკები განაგრძობენ გაციფრულებას


კომერციული ბანკები გაციფრულების შეუქცევად გზას დაადგებიან და ნელ-ნელა აითვისებენ გამოწერის სისტემებს ისევე, როგორც ეს სხვა ციფრული პროდუქტების შემთხვევაში ხდება. "მომხმარებელს უნდა შეეძლოს იმ ფუნქციონალის დამატება ან ამოკლება, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ", — აცხადებს მეთ კოქსი, Ernst & Young-ის კომერციული და საბანკო სფეროს კონსულტაციების ლიდერი.

2021 წელს "იუნიქორნების" ბუმი იქნება


2021 წელს ჩვენ მეტ ფინტექ "იუნიქორნს" (სტარტაპები, რომლებთა ღირებულებამაც ერთ მილიარდს მიაღწია) ვიხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსების აზრით, მათი ჯამური რიცხვი დაიკლებს.

ღრუბლოვანი გადახდები ფინტექის მომავალია


ყველა ზომისა და სახის ბიზნესები აითვისებენ ღრუბლოვანი გადახდის სისტემებს, რადგან ნულოვანი კონტაქტის ტრენდი ჯერ კიდევ გრძელდება. ამ საკითხში ერთ-ერთი მოწინავე კომპანია Mastercard-ია, სწორედ მან დანერგა Cloud Tap on Phone ფუნქცია, რომელიც დისტანციურ გადახდებს გაცილებით ამარტივებს და მათი შესრულების საშუალებას უკონტაქტოდ გვაძლევს.

ფინანსური ინსტიტუციები სერვისების გაციფრულებაზე იქნებიან კონცენტრირებული


ფინანსური ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება, ამიტომ ფინანსურმა ინსტიტუციებმა უფრო მეტად უნდა იზრუნონ თავიანი პროდუქტის გაციფრულებაზე. პანდემია ერთგვარი მოტივატორი აღმოჩნდა ამ მხრივ. "ფინანსურ კომპანიებს ისე უწევთ მოქცევა და აზროვნება, როგორც ტექნოლოგიურ გიგანტებს შეეფერებათ. მათ წინაშე ახალი პრობლემები დგება, რომლებიც გადაჭრას ტექნოლოგიური გზებით საჭიროებს", — აცხადებს Slack-ის გაყიდვების პრეზიდენტი რობერტ ფრატი.

სულ უფრო მეტი ადამიანი ენდობა ბიტკოინს


2021 წელი ფინტექი კრიპტოვალუტების კუთხითაც საინტერესო იქნება. 2020-მა წელმა გვანახა, რომ ნდობა ბიტკოინის მიმართ იზრდება და ეს პროცესი შეუქცევადია.
"ბიტკოინის პარაბოლური ზრდა სწორედ ამის დამადასტურებელი ნიშანია და ეს ტრენდი ჯერ კიდევ გაგრძელდება", — აცხადებს ელისა დადიანი, Dadiani Syndicate-ის აღმასრულებელი დირექტორი. Dadiani Syndicate არის კომპანია, რომელიც მაღალშემოსავლიან ინდივიდებს კრიპტოვალუტასა და სხვა საქონელს სთავაზობს.

ეთერიუმის ბუმის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება


რადგან კრიპტოსამყაროს გადავწვდით, ბოლო პროგნოზის სახით შეგვიძლია გითხრათ, რომ 2021 წელი საინტერესო ეთერიუმისთვისაც იქნება. 2020 წელს მისი პიკური ღირებულება $752-ს შეადგენდა, 2021 წელს კი მისმა ფასმა 1957 დოლარს მიაღწია. სწორედ ამიტომ, 2021 წელს მასზე დაკვირვება ნამდვილად ღირს.
სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი, კარლ შროდერი გვეუბნება, რომ "შორსმჭვრეტელობა არა მომავლის წინასწარ განსაზღვრა, არამედ მოულოდნელობების შემცირებაა". იმედი გვაქვს, რომ ეს პატარა სტატია 2021 წლის მოულოდნელობების თავიდან ასარიდებლად გამოგადგებათ. თქვენს წელს უკეთ დაგეგმავთ და ფინტექის განვითარების მხრივ საგრძნობ ნაბიჯებს გადადგამთ.

წყარო: www.next.on.ge
ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×