რა არის ფინანსური API?
21 საუკუნის გლობალური ფინანსური მომსახურების ინდუსტრია მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს ნაწილობრივ განპირობებულია მომხმარებლის მოთხოვნით მეტი გამჭვირვალობის, სწრაფი გადახდებისა და მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


აქედან გამომდინარე ე.წ API (Application Programming Interface), აპლიკაციების პროგრამული ინტერფეისის გამოყენება ფინანსურ და არამხოლოდ, ინსტიტუტებს აძლევს განუსაზღვრელ შესაძლებლობებს. მისი გამოყენებით შესძლებელია სხვადასხვა აპლიკაციების ერთმანეთთან დაკავშირება, ინფორმაციის მიმოცვლის მიზნით, იმისთვის რომ განავითარონ ინოვაციური პროდუქტები, მოახდინონ არსებული პროდუქტების მომხმარებლის და ბაზრის მოთხოვნებზე ადაფტირება. 

იმისთვის რომ მარტივად გავიგოთ რას ნიშნავს API, აპლიკაციის პროგრამული ინტერფეისი, განვიხილოთ Facebook-ის აპლიკაცია, რომელსაც ყველა იყენებს და სმარტფონში აქვს ჩატვირთული. თითოეული მომხმარებლის ექაუნთის შესახებ ინფორმაცია ინახება კომპანიის მონაცემთა ცენტრში. ერთ-ერთი ასეთი მონაცემთა ცენტრი ფიზიკურად მდებარეობს აშშ-ს შტატ იუტაში, 970 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე.


  როგორც ხედავთ ჩვენი ექაუნთების შესახებ ინფორმაცია   
  ფიზიკურად ამ შენობაში ინახება, თუმცა როგორ ხდება ამ   
  ინფორმაციის კონკრეტული მომხმარებლის მობილურ 
  აპლიკაციამდე მიტანა? რათქმაუნდა API ის მეშვეობით!
  შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ექაუნთს და ასევე ამ
  ექაუნთში არსებულ ინფორმაციას, მაგალითად ფოტოს, 
  გააჩნია თავისი API, სხვანაირად პროგრამული კოდი,
  რომელიც ინტეგრირებულია, ჩაშენებულია ჩვენი
  სმარტფონების აპლიკაციაში და ახდენს იფორმაციის
  მოწოდებას ინტერნეტის მეშვეობით.
 

აპლიკაციაში ფოტოზე თითის დაჭერით ჩვენ ვაგზავნით ბრძანებას რომ გამოგვიჩინოს ფოტო, შედეგად API-ის მეშვეობით აპლიკაცია უკავშირდება სერვერს, სადაც ფოტოს შესახებ ინფორმაცია ინახება და სერვერი თავის მხრივ აგზავნის პასუხს და ფოტო იხსნება. ამრიგად ფოტოზე თითის დაჭერის უკან, პროგრამული კოდების მიმოცვლა  მიმდინარეობს. 

API-ს, როგორც ასეთი ცნების, გამოჩენა მსოფლიო ბაზარზე თარიღდება 2000 წლით, როდესაც ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა როი ფლემინგმა თავის სადისერტაციო ნაშრომში „ქსელური პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურილი სტილი და დიზაინი“ გამოიყენა ცნება API, თუმცა როგორც პროდუქტის ტექნიკურად გამოჩენა, დაკავშირებულია salesforce.com კომპანიასთან, როდესაც მათ პირველად IDG Demo 2000 ის კონფერციაზე წარმოადგინა თავისი პროდუქტი და მისი API. 

ვიზუალურად რომ შევხედოთ API ის მეშვობით ინფორმაციის მიმოცვლა ასე გამოიყურება:




ზემოთ ხსნებული პრინციპით მუშაობს სხვადასხვა საბანკო სერვისებიც და პროდუქტებიც, მაგალითად ისეთი როგორიც არის მობაილ ბანკის აპლიკაცია. იგი API-ის მეშვეობით უკავშირდება ბანკის სერვერს, სადაც ჩვენი პირადი ფინანსური ინფორმაცია ინახება და ახდენს ამ ინფორმაციის ტრანსფერს მობილურ აპლიკაციაში. მაგალითად მობაილ ბანკინგით გადახდის ოპერაციის განხორციელებისას გვეგზავნება SMS შეტყობინება კოდის შესახებ, რომლითაც უნდა დავადასტუროთ ოპერაცია, სწორედ API ინტეგრაციის მეშვეობით არის შესაძლებელი მობაილ ბანკის დაკავშირება SMS პროვაიდერთან რომ მოგვივიდეს შეტყობინება.

ფინანსური სერვისების შემთხევაში სიტუაცია კიდევ უფრო რთულად არის, რადგან მომხმარებლის პირადი ინფორმაცია არის მკაცრად კონფიდენციალური და ბანკი ვალდებულია მის დაცულობაზე იზრუნოს. შესაბამისად სანამ გაგვეხსნება წვდომა ჩვენს პირად ინფორმაციაზე, პირველ ეტაპზე ხდება უსაფრთხოების პარამეტრების (მაგ: იუზერი, პაროლი, თითის ანაბეჭდი, სახის ამოცნობა) API-ის მიმოცვლა, იმისთვის რომ ფინანსური ინფორმაცია იყოს დაცული და უსაფრთხო. API-ს გამოყენება ამცირებს ადამიანური შეცდომების ალბათობას, რაც თავის მხრივს უზრუნვეყოფის ინფორმაციის მთლიანობას და უსაფრთხოებას.

თანამედროვე ეპოქაში ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის განთავსება არის შესაძლებელი აპლიკაციაში ან ვებ გვერდზე, მთავარია ინფორმაციის მფლობელმა გამოდგას მისი API, პროგრამული კოდი, ზოგოერთი ფასიანია, ზოგიერთი კი სრულიად უფასოც კი. ეს მიდგომა მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია.
ამის ძალიან კარგი მაგალითია მსოფლიოში ცნობილი ფინანსური ბაზრის ელექტრონული პლატფორმა Bloomberg.com, სადაც სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებითა და აქტივებით ვაჭრობა ხდება, შესაბამისად ნებისმიერ სხვა კომპანიას შეუძლია შექმნას სავაჭრო პლატფორმა და მასზე განათავსოს Bloomberg-ზე არსებული ინფორმაცია, სწორედ API-ის მეშვეობით. Bloomberg ყიდის სხდასხვა ინფორმაციის, ანუ ტექნიკურ ენაზე ფუნქციონალს და თითოეულ ფუნქციონალს თავისი API გააჩნია, მაგ: ვალუტის მიმდინარე გაცვლითი კურსები, ისტორიული მონაცემები, სხვადასხვა აქტივების ფასები, ანალიტიკა და ა.შ.

კიდევ ერთი კლასიკური მაგალითია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გადახდების პროვაიდერი Paypal, რომელიც იძლევა შესაძლებლობას მისი მეშვობით განვახორციელოთ გადახდების ოპერაცია თითქმის ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში ან აპლიკაციაში. იგი აღიარებულია მსოფლიოს 200 ზე მეტ ქვეყანაში. Paypal-ზე კი თავის მხრივ ინტეგრირებულია მსოფლის თითქმის ყველა ბანკის სადებეტო და საკრედიტო ბარათები, იმისთვის რომ შეძლოს ამ ბარათებით გადახდების ოპერაციების განხორციელება. Paypal-ის მიერ გამოდგმული ფუნქციონალებია: ონალინ მაღაზიებში მომხმარებლის დაკრედიტება, ვირტუალური ტერმინალი, პოს ტერმინალზე ინტეგრაცია და მრავალი სხვა საინტერესო ფუნქციონალი. 

მთლიანობაში რომ ვთქვათ API განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ API ერთი კონკრეტული ინფომაციის პროგრამული კოდია, იგი შესაძლოა გახდეს ძალიან დიდი პროგრამული ეკოსისტემის შექმნის წინაპირობა, სადაც მრავალი სხვადასხვა ფინანსური და არამხოლოდ, კომპანიების ჩართვა იქნება შესაძლებელი, გაიხსნება წვდომა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციასთან, ამ მხრივ კი კომპანიებს და დეველოპერებს ექნებათ განუსაზღვრელი შესაძლებლობები მონაცეთა ანალიზის საფუძველზე დაამუშავონ აღნიშნული იფორმაცია, შექმნან  და განავითარონ  ახალი და ინოვაციური პროდუქტები, შექმნან სრულიად განსხვავებული პრიდუქტების და სერვისების კატეგორიები, მოახდინონ არსებულის გაციფრულება და მრავალი სხვა შესაძლებლობა, იმისთვის რომ დააკმაყოფილონ მომხმარებლის მზარდი მოთხოვნები. 

API სერვისების განვითარების თვალსაზრისით საქართველოც მსოფლიო რუკის შემადგენელი ნაწილია, თუმცა სამწუხაროდ ჩვენი განვითარების ტემპები ჩამორჩება სართაშორისო გამოცდილებას, განსაკუთრებით ფინანსური სერვისების თვალსაზრისით. რათქმაუნდა ჩვენ ქვეყანაშიც აქტიურად იყენებენ ამ მიდგომას ინფორმაციის მიმოცვლისთვის, თუმცა საკმაოდ ლოკალურ დონეზე. ფინანსური ისნტიტუტები მხოლოდ საკუთარი ეკოსისტემის ფარგლებში მუშაობენ და ჯერჯერობით არ აქვთ შესაძლებლობა რომ ხელმისაწვდომი გახადონ მომხმარებლის ინფორმაცია მესამე მხარესთვის, რაც უზრუნვეყოფდა ახალი ფინტექ სტარტაპების ჩამოყალიბებას, საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლას და საბოლოო ჯამში მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას.

ნიშანდობლოვია, რომ აქტიურად განიხლება ე.წ. ღია ბანკინგის (Open Banking) საკითხი, რომელიც გულისხმობს, კომერციული ბანკების მიერ მომხმარებლების ინფორმაციის გაცემას API ის მეშვეობით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მომხმარბელმა ერთი აპლიკაციის ჭრილში დაინახოს და მართოს მისი სრული ფინანსური ინფორმაცია სხვადასვა ბანკებიდან. ამ მიმართულებით საქართველოს ბანკმა უკვა გადადგა ნაბიჯები, როდესაც წარმოადგინა ე.წ API სენდბოქსი, ანუ ვირტულური სერვისების API, რომელიც დეველოპერებს აძლევთ შესაძლებლობას გატესტონ თავიანთი აპლიკაციები.

ასევე განსაკუთრებით ხაზგასასმელია საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტი საბანკო სერვისების ინტეგრაცია (API), რომლის მეშვეობითაც კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნესს ინტერნეტ ბანკის პირდაპირ ფინანსურ/საბუღალტრო პროგრამაში ინტეგრაცია მოახდინონ და სხვადასხვა საბანკო ოპერაცია პირდაპირ პროგრამიდან განახორციელონ. აღნიშნული სერვისის მეშვობით კომპანიის მთლიანი ფინანსური მხარე ერთ სირვცეში ექცევა და მომხმარებელს აღარ დასჭირდება დამატები ოპერაციების განხორციელება ცალკე ინერნეტ ბანკიდან და შემდგე ამ ოპერაციის პროგრამული გატარება.

მიმდინარე ეტაპზე ინტეგრაცია შესაძლებელია საქართველოში გავრცელებულ თითქმის ყველა ფინანსურ პროგრამასთან, მათ შორი არის: FINA, ორისი, ბალანსი, აპექსი, SAP Business One, იბერ-ინფო, ინფო ბუღალტერი, 1C, Dariex-ი და სხვა. როგორც ვნახეთ ღია ბანკინგის საკითხი საკმაოდ ფართო და მნიშვნელოვანია ფინტექ ეკოსისტემის განვითარებისთვის, თუმცა ამ საკითხზე უფრო ვრცლად სხვა სტატიებში გესაუბრებით.

ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×