Opera საბანკო - ფინტექ მომსახურებებს იწყებს
ინტერნეტ კომპანია Opera, Dify-ის ჩაშვებით, ფინანსურ მომსახურებებზე გადადის. ბრაუზერში თანხის დაბრუნების სერვისითა და ციფრული საფულით სარგებლობა შეგეძლებათ. Dify-ის აპლიკაციის საცდელი ვერსია პირველად ესპანეთში გაეშვა. ეს ყველაფერი კი Mastercard-ის მიერ გაცემულ უფასო ვირტუალურ სადებეტო ბარათს და Google Pay-ის მხარდაჭერით.
კომპანია ახალი მომსახურების გავრცელებას ევროკავშირის მასშტაბით აპირებს, სადაც ამჟამად, 50 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. "მომდევნო რამდენიმე წელიწადში, Dify-ში Opera-ს ინვესტიციის ჯამური მოცულობა, სავარაუდოდ, 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს", — ამბობენ ექსპერტები.

Dify-ის აპლიკაციის პირველი ვერსია, Opera-ს ბრაუზერის გამოყენებით, მომხმარებლებს პარტნიორ ვებსაიტებზე შენაძენის გაკეთების შემთხვევაში, ქეშბექის მიღების საშუალებას მისცემს. პარტნიორი ბრენდების ჩამონათვალი, როგორიცაა Nike, Sephora, Asos და სხვები, Opera-ს ბრაუზერში სპეციალურ ნიშნულზე გამოჩნდება.
"ყოველდღე მილიონობით ადამიანი ინტერნეტის გამოყენებით ვაჭრობს და გადახდებს Opera-ს ბრაუზერით ახორციელებს. Dify-ით, ჩვენ ბრაუზერს და ელექტრონულ საფულეს ვაერთიანებთ. ეს ყველაფერი მომხმარებლის სავაჭრო გამოცდილების გასაუმჯობესებლად ხდება", — ამბობენ Opera-ს წარმომადგენლები.

მომავალში, Opera მომხმარებლისთვის ელექტრონული საფულეების მხრივ, უფრო მეტი სერვისის შეთავაზებას გეგმავს. ესენია: დანაზოგების მენეჯმენტი, კრედიტი, ინვესტიციის შესაძლებლობები და ქეშბექი.

წყარო: www.next.on.ge 
ბლოგის სხვა თემები

პანდემიის შედეგები საბანკო სფეროში - HSBC ფილიალებს ხურავს

ევროპის ყველაზე მსხვილი, ბრიტანული მრავალეროვნული საინვესტიციო ბანკი და ფინანსური მომსახურების ჰოლდინგი HSBC, 2021 წელს გეგმავს დახუროს 82 ფილიალი დიდ ბრიტანეთში.

გაიგე მეტი

AFTERPAY - ახალი თანამედროვე სერვისი ფინანსურ სფეროში

ავსტრალიურმა ბანკმა Westpac ლოკალურ ციფრულ პლატფორმა AfterPay-სთან დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ჯერ იყიდონ პროდუქტი, შესაბამისი თანხა კი მოგვიანებით გადაიხადონ.

გაიგე მეტი

იპოთეკური განაცხადის ავტომატიზაცია Google Cloud-ის მიერ

Google Cloud-მა წარმოადგინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც იპოთეკური განაცხადების დამუშავების რთული პროცესის დაჩქარებას ემსახურება.

გაიგე მეტი

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×