ჩატბოტების მომავალი ფინტექში
ჩატბოტებს უკვე ბევრგან შეხვდებით. ისინი გვეხმარებიან ვებსაიტების ნავიგაციაში, მომსახურების დახვეწაში, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებასა და ბევრ სხვა რამეში. Silicon Valley-ზე დაფუძნებული Wing VC-ის პარტნიორი, ზაკ დევიტი თვლის, რომ კომპანიებმა ამ მხრივ ფინტექ ინდუსტრიას უნდა მიმართონ.
"ხელოვნური ინტელექტი და ჩატბოტები ეს ის სფეროა, სადაც ფინტექს დიდი როლი აქვს. ფინტექი მონაცემების მდიდარი ინდუსტრიაა, სადაც ხელოვნური ინტელექტი და ჩატბოტები ერთიანდებიან. ერთად ისინი კომპანიებს და მომხმარებლებს ბევრ კარგ საქმეს უკეთებენ", — ამბობს ზაკ დევიტი.

Wing VC ხელოვნური ინტელექტის და ჩატბოტების სფეროში კარგად ერკვევა. კომპანია Silicon Valley-ზე მყოფ ბევრ ფინტექს ჩატბოტების და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში დაეხმარა. ზაკის თქმით, მომხმარებლის გამოცდილება ამ მხრივ წარმატების მთავარი გასაღებია.

"მომდევნო ათი წლის განმავლობაში მომხმარებლის გამოცდილება იქნება ის რაც კომპანიების ბედს გადაწყვეტს. ფინტექისთვის ეს განსაკუთრებით აქტუალურია, მიზეზი მარტივია, აქ საქმე გვაქვს ადამიანების ფულთან. მძლავრი ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტის ყოლა მომხმარებლის გამოცდილების ფუნდამენტური ნაწილია. რაც უფრო კომფორტულია ბოტთან კომუნიკაცია, მით უფრო ფუნქციონალურია ის. ასეთ დროს, მომხმარებელს ადამიანთან კომუნიკაცია აღარ სჭირდება. მსგავსი მომსახურება ბევრად უფრო სწრაფი და კომფორტულია."
— ამბობს ზაკ დევიტი.

დევიტის თანახმად, ნიუ-იორკში დაფუძნებულ ონლაინ სადაზღვევო კომპანია, Lemonade-ს ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტების მხრივ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. Lemonade-ს ბოტს შეუძლია უპასუხოს შეკითხვებს და უპრობლემოდ გაუმკლავდეს ხშირად დასმულ შეკითხვებს. ბოტს მსგავსი მომსახურების გაწევა ერთდროულად უამრავი მომხმარებლისთვის შეუძლია. მას მომხმარებლისგან ზუსტი ინფორმაციის მისაღებად დაახლოებით სამი წამი სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ბოტი სულ რამდენიმე წამში იგებს იმას თუ ზუსტად რა უნდა მომხმარებელს.


დევიტის თქმით, ფინტექის მომავალი ჩატბოტებთან არის დაკავშირებული. ექსპერტების აზრით, მსგავსი მომსახურება სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება, თუმცა, კორონავირუსის ფაქტორმა ეს კიდევ უფრო დააჩქარა. ადამიანებისთვის ციფრული კომუნიკაცია ყოველდღიურობად იქცა და ეს ზუსტად ის არის რაც ჩატბოტებს "აწყობთ".
"ჩატბოტების გამოჩენამდე, ადამიანები ხშირად რუტინულ საქმიანობას ასრულებდნენ. ჩატბოტები ამ მხრივ რუტინას თავის თავზე იღებენ და ადამიანებს მეტი კრეატიულობისკენ უბიძგებენ. ამასთან, მას შემდეგ რაც ჩატბოტებს ვიყენებთ, ჩვენი მომსახურების დონე საგრძნობლად გაიზარდა." — ამბობს დერეკ მედლინი, Katapult-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ფართის გამქირავებელი მოწინავე კომპანიაა.

ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტებთან ერთად, Katapult მანქანურ სწავლებას ენის ანალიტიკისთვის და დამუშავებისთვის იყენებს. ეს მძლავრი ხელოვნური ინტელექტისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია. ფაქტია, ტექნოლოგიები ვითარდება. ამასთან, სულ უფრო აქტუალური ხდება ხელოვნური ინტელექტი და ჩატბოტები, რაც საბოლოოდ ფინტექთან არის დაკავშირებული.

წყარო: www.next.on.ge
ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×