Walmart-ი ფინტექ სტარტაპს ქმნის
11 იანვარს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, Walmart-მა გვამცნო, რომ ის ფინტექ სტარტაპს ქმნის. სტარტაპის შესახებ ჯერ მწირი ინფორმაცია გვაქვს. არ ვიცით მისი სახელი და არც ის, თუ რა პროდუქტს შემოგვთავაზებს ვოლმარტის ახალი წამოწყება.
Walmart-მა ელექტრონულ კომერციაში დიდი ხნის წინ დაიმკვიდრა თავი, მაგრამ პანდემიის შემდეგ კომპანია კიდევ უფრო მეტად გაციფრულდა, რამაც ინტერნეტ გაყიდვების 79%-ით გაზრდა გამოიწვია.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ვოლმარტი სტარტაპს Ribbit Capital-თან ერთად შექმნის. ეს ერთ-ერთი ვენჩურული კომპანიაა, რომელიც მხარს უჭერდა სავაჭრო პლატფორმა Robinhood-ს, ასევე აქვს განხორციელებული ინვესტიციები Credit Karma-სა და Affim-ში. ცნობილია, რომ კომპანიის უმეტესი წილის მფლობელი Walmart იქნება. განცხადებაში ვოლმარტმა ისიც აღნიშნა, თუ რამ უბიძგმა კომპანიას ამ ნაბიჯის გადადგმისაკენ.


მათ მოხსენებაში თქვეს, რომ Walmart-ის ცოდნა და მასშტაბი გაყიდების სფეროში Ribbit-ის გამოცდილებასთან ერთად დაეხმარებათ შექმნან ახალი ფინანსური ეკოსისტემა, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელზე და კომპანიის პარტნიორებზე. რაც შეეხება სტრუქტურას — სტარტაპის ბორდის წევრები იქნებიან მთავარი ფინანსური ოფიცერი Brett Biggs და Walmart U.S-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, John Furner.
"წლების განმავლობაში, Walmart-მა მილიონობით ლოიალური მომხმარებელი შეიძინა. ისინი ჩვენდამი ერთგულები არამხოლოდ დაბალი ფასების გამო არიან, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ მათ ფინანსურ მოთხოვნილებებს ზუსტად ვერგებით" — განაცხადა Furner-მა მოხსენებაში.

კომპანია, სამომავლოდ, ინდუსტრიის დამოუკიდებელი ექსპერტების ბორდში დამატებას გეგმავს, რათა გამოცდილი ფინტექ ლიდერებით დაკომპლექტებული გუნდი შედგეს.

წყარო: www.next.on.ge
ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×