ციფრული გადახდების ტრენდები 2021 წელს
ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების გარეშე. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს  სხვადასხვა პროდუქტების შეძენა სავაჭრო ობიქტებში, ონლაინ მაღაზიებში, ტრანსპორტში, კომუნალურების გადახდა და ა.შ. აღნიშნული ოპერაციების შესრულების დროს ვახდენთ ფულად ანგარიშსწორებას, რომელსაც გადახდა ეწოდება.
გადახდის ოპერაციები სხვადასხვა ფორმით ხორციელდება, მათ შორის ისტორიულად ყველაზე პოპულარული ნაღდი ფულით ანგარიშსწორებაა, თუმცა თანამედროვე ეპოქაში ნაღდი ფულით გადახდა სულ უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება და მას ელექტრონული გადახდები ანაცვლებას. 

როგორც ქვედა სურათზე ვხედავთ ვხედავთ განვითარებად ქვეყნებში ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობს ნაღდი ფულით ანგარიშსწორება, ამას განაპირობებს ამ ქვეყნებში დაბალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ტექნოლოგიების განვითარების დაბალი დონე, ფინანსური განათლების დაბალი დონე, ჩრდილოვანი ეკონომიკის მაღალი მაჩვენებლი და ა.შ.


                                                                                      

 

აბსოლუტურად საპირისპირო მდგომარეობაა განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითისათვის შვედეთში თითქმის ამოღებულია ნაღდი ფულის გამოყენება, სადაც ნაღდი ფულით გადახდების მაჩვენებელი მხოლოდ 9 % ია, აღნიშნული კი განპირობებულია ტექნოლოგიების დანერგვის და გამოყენების მაღალი ხარისხით.

რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2020 წლის დეკემბერში განხორციელდა 16,8 მლრდ ლარის ელექტრონული გადახების ოპერაციები, სხვადასხვა ციფრული არხების მეშვობით. სამწუხაროდ ნაღდი ფულით განხორციელებული ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ, ჩვენს ქვეყანაშიც ჯერ კიდევ მაღალია მისი მაჩვენებლი, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მზარდი ტენდენცია იკვეთება, განსაკუთრებით ელექტრონული გადახდების კუთხით.


საგადახდო სისტემები დღეს დღეობით ფინანსური ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პუპულარი მიმართულებაა. გადახდების ძალიან ბევრი ფორმა არსებობს და ეს ფორმები სულ უფრო მარავლფეროვანი ხდება ფინტექის განვითარებასთან ერთად, მათ შორის არის საბარათე გადახდები, სმარტ საათებით გადახდები, ბეჭდებით გადახდები, Apple pay, Google Pay  და ა.შ. აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო გაამძაფრა Covid – 19 ვირუსის პანდემიამ, რომელმაც ფაქტობრივად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ბიზენსის ყველა სეგმენტს მოუწია ამ რეალობასთან ადაპტაცია, დისტანციურ მომსახურებაზე გადასვლა, რამაც განაპირობა ელექტრონული გადახდების მზარდი დინამიკა. ამ სტატიაში ვეცდები მოგიყვეთ როგორ შეცვალა პანდემიამ საგადახდო ბაზარი და 2021 წლის ყველაზე ყველაზე ტრენდული საგადახო მეთოდები.

ელექტრონული კომერცია (E-Commerce) - ლოქდაუნთან ერთად რითეილერებს მოუწიათ საკუთარი ბიზნეს მოდელის გადაწყობა და დისტანციურ გაყიდვებზე გადასვლა, რამაც განაპირობა გადახდების მეთოდების დივერსიფიკაცია. ამის ფონზე მსოფლიოში ელექტრონული კომერციით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა მთლიან გადახდებში 2020 წლის მონაცემებით 14 % დან 17% მდე გაიზარდა. ამ კუთხით არც საქართველო გახდა გამონაკლისი. პანდემიის დაწყებიდან ქართულ ბიზნესს სულ ცოტა დრო დასჭირდა ადაპტაციისთვის, იმისთვის რომ ონალინ გაყიდვებისთვის შესაბამისი ციფრული ინფრასტრუქტურა აეწყოთ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2020  წლის ივლისში ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32% ით არის გაზრდილი და 394 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო 2021 წლის მარტის მდგომარეობით კი ზრდამ 90% შეადგინა და ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა (წინა წლია ანალოგიურ პერიოდთან შედარებით). აღნიშნული სტატისტიკა ცალახად მიანიშნებს რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ელექტრონულ გადახდების ზრდაზე და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.

QR გადახდები - ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და მზარდი გადახდების მეთოდი, რომელიც მსოფლიოში სულ უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობს. სულ უფრო მეტი კომპანია იყენეს აღნიშნული გადახდის მეთოდს გაყიდვების სტიმულირებისთვის. ამის კლასიკური მაგალია კომპანია „MEAMA”, რომელმაც პროდუქტის გაყიდვებისთვის QR გადახდების სისტემა დანერგა საკუთარ კიოსკებში. როგორც იცით კომპანია თავის კორპორატიულ კლიენტებს ოფისებში კიოსკების დადგმას სთავაზობს, სადაც QR გადახის მეშვეობით არის შესაძლებელი პროდუქტის შეძენა. ამ კუთხით აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საქართველოს ბანკი, რომელმაც საკუთარ მომხმარებელს შესთავაზა აღნიშნული მომსახურება, უფრო მეტიც QR კოდის მეშვეობით მომხმარებელს განვადების შეთავაზებაც კი გაუკეთა. 

ხმოვანი გადახდები - ერთ-ერთი ყველაზე ახალი გადახის მეთოდი, რომელიც ხელოვნურ იტელექტზეა დაფუძნებული, მას ფინტექ რევოლუციასაც კი უწოდებენ. ხმოვანი ასისტენტის ტექნოლოგია უკვე დიდი ხანია სმარტფონებში და სხვა მოწყობილობებში გამოიყენება, როგორიც არის Siri, Alexa, Google Assistant ა.შ. თუმცა ფინანსურ სექტორში ხმოვანი ასისტენტი როგორც აღვნიშნეთ რევოლუციური მიდგომაა.
თურქეთის სიდიდით მეორე ბანკმა Garanti Bank და ასევე ავსტრალიურმა ბანმა Westpac Banking Corporation, უკვე დანერგეს ხმოვანი ასისტენტი საკუთარ ინტერნეტ ბანკში, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ხმოვანი ბრძანების საფუძველზე შეამოწმოს საკუთარი ანგარიშები, ასევე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციები. ცნობილი ინტერნეტ პორტალის Business Insider ის კვლევის თანახმად, 2020 წელს აღნიშნულ სერვისს 77.9 მლნ მომხმარებელი ჰყავდა.

უკონტაქტო გადახდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში - საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიძლება ითქვას ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სერვისია, რომელიც მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. თუმცა პანდემიას მასაც შეეხო და დღის წესრიგში დააყენა უკონტატქო გადახდების სერვისის დანერგვა. განსაკუთრებით აქტუალური გახდა განვითარებად ქვეყნებში, პატარა ქალაქებში, სადაც ნაღდი ფულით ანგარიშსწორება ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
მიუხედავად იმისა რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ელექტორნული გადახდების პოპულარიზაცია პანდემიამ დააჩქარა, უნდა აღინიშნოს რომ ეს სერვისი საქართველოში უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობს. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ბანკმა სამარშრუტო ტაქსებში  Express Card ით გადახდის შესაძლებლობა დანერგა. დღეს კი საქართველოს ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტშია შესაძლებელი უკონტატქო გადახდა, ყველა ბანკის ბარათის მეშვეობით . 

როგორც ვნახეთ Covid-19 ვირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ციფრულ გადახდებს, შეიძლება ითქვას რომ სტიმული გახდა ციფრული გადახდების კულტურის განვითარებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ელექტრონული გადახდები ფინანსური ტექნოლოგიების, როგორც დარგის და ასევე ციფრული ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა, რომელიც თავის მხრივ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას და დანერგვას უწყობს ხელს.

ბლოგის ავტორი: დავით კიკვიძე
ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×