Ai საბანკო სფეროში — როგორ იყენებენ წამყვანი ბანკები ხელოვნურ ინტელექტს
ხელოვნური ინტელექტი საბანკო სფეროშიც იკიდებს ფეხს. ფინანსური ინსტიტუტები AI-ს დახმარებით სულ უფრო მეტად ახერხებენ, მოძებნონ გამოსავლები სხვადასხვა სიტუაციიდან.
 

კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრისა და მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის სტატისტიკის მიხედვით, გლობალური ფინანსური სერვისების წარმომადგენელი კომპანიები აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე ისეთ საკითხებში, როგორიცაა რისკების მენეჯმენტი (77%), ახალი პროდუქტებით პოტენციური შემოსავლების დაგენერირება (80%), კლიენტთა მომსახურების სერვისი (74%), პროცესების ავტომატიზაცია (73%) და ახალი კლიენტების მოძიება (69%).


მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურ სფეროში ხელოვნურმა ინტელექტმა თავისი სათქმელი უკვე თქვა, ფინტექებმა უკეთ უნდა შეისწავლონ მისი შესაძლებლობები, რათა მოუძებნონ უკეთესი გამოყენება და სრულად აითვისონ AI-ს პოტენციალი. Temenos-ის დაკვეთით, The Economist Intelligence-მა გამოიკვლია, რომ გლობალური ბანკების 77%-ის აზრით, AI ითამაშებს გარდამტეხ როლს კონკურენციის თვალსაზრისით. ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ვერ აუწყობენ ფეხს დროს, თამაშიდან გავარდებიან.

ხელოვნურ ინტელექტს საბანკო სფეროში ყველგან შეხვდებით. პირველ ეტაპზე, მომხმარებელი იყენებს ბიომეტრიული უასფრთხოების საშუალებებს, ვირტუალურ ასისტენტს, იღებს მორგებულ შეთავაზებებს და ა.შ. ამ ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს.

მომდევნო ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი ბანკებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. AI-ს დახმარებით მარტივდება თაღლითების აღმოჩენაც და ბანკებს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კრედიტების მარტივად გაცემა შეუძლიათ.
ხელვნური ინტელექტის საბოლოო დანიშნულება კი სხვადასხვა დავალებების ავტომატიზაციაა, ამით ის ეხმარება თითოეულ თანამშრომელს, შეასრულონ საქმე უფრო მარტივად და ხარისხიანად.

წყარო:  BusinessInsider

ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×