Api.bog.ge - საქართველოს ბანკის ახალი ციფრული პლატფორმა

Api.bog.ge „საქართველოს ბანკის“ ახალი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს გაციფრულებასა და საბანკო სერვისების დანერგვაში დაეხმარება.ის ამ ეტაპზე არსებულ ყველა "საქართველოს ბანკის" API სერვისს აერთიანებს. ნებისმიერი პროდუქტისა თუ სერვისის გაციფრულება ონლაინ გადახდების და საბანკოს სერვისების დახმარების გარეშე, პრაქტიკულად წარმოუდგენელია. აქამდე კომპანიებს მსგავსი სერვისების მოძიება ბევრ და გაფანტულ წყაროებში უწევდათ, რაც დიდ  დროს საჭიროებდა.

ამჟამად Api.bog.ge-MVP (Minimum viable product) ვერსიაა გაშვებული, რომელიც მეტწილად საინფორმაციო ხასიათს ატარებს, სამომავლოდ კი გადახდებზე და განვადებებზე ავტომატური რეგისტრაციის საშუალება გაჩნდება ისე, რომ ბიზნესს ადამიანთან კომუნიკაცია აღარ დასჭირდება. გარდა ამისა, დაემატება ფუნქციების საოპერაციო ნაწილიც, ე.წ Dashboard-ებიც, რათა ბიზნესს გაუმარტივდეს სერვისის მართვა.

რაც შეეხება MVP ნაწილს, Api.bog.ge-ზე ბიზნესი 4 სახის პროდუქტის გამოყენებას შეძლებს, ესენია: ონლაინ გადახდები,  ონლაინ განვადება, ბიზნეს ინტერნეტბანკის სერვისები და მომხმარებლის ინფორმაცია.

ონლაინ გადახდები - ამ ფუნქციით ნებისმიერი კომპანია შეძლებს საკუთარ ვებ-გვერდზე გადახდის ღილაკის ინტეგრაციას, რომელიც ფილიალში მისვლის გარეშე ამოქმედდება. მისი დანერგვის ორი გზა არსებობს 1) მარტივი განაცხადის ფორმის შევსება და 2) დეველოპერებისთვის განკუთვნილი ინსტრუქცია, რომელიც პლატფორმაზე ფუნქციის ჩაშენებაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია, რომ კლიენტს საშუალება აქვს გადახდის მრავალფეროვანი ხერხი დააინტეგრიროს ვებ-გვერდზე, მათ შორის: ბარათით, ინტერნეტბანკით, PLUS და MR ქულებით, Apple Pay-თ და ა.შ ცხადია გადახდა მოიცავს 3D დაცვის სერვისს და პერსონალური მონაცემების მაქსიმალურ დაცულობას.

არანაკლებ საინტერესოა ონლაინ განვადება, რომელიც გადახდების მსგავსად, მარტივი განაცხადის შევსებით შეგიძლიათ დააინტეგრიროთ საკუთარ პლატფორმაზე. აქ გამოიყენებთ როგორც წინასწარ დამტკიცებულ ლიმიტს, ასევე ნაწილობრივ განვადებას და ა.შ. ბიზნესს განვადებით მიღებული შეკვეთების კონტროლი სამართავი პანელით შეეძლება, რომლის დახმარებითაც სტატუსის ნახვა, ანალიტიკური ინფორმაციის მიღება და საჭიროების შემთხვევაში განვადების გაუქმებაც შეეძლება. Api.bog.ge-ზე ასევე შეგხვდებათ ხშირად დასმული კითხვების კატეგორია, სადაც განვადებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ.

დღეს მომხმარებლისთვის ყველაზე ძვირფასი რესურსი დროა, სწორედ ამიტომ ციფრულ კომპანიებს სურთ მომხმარებელს შეუქმნან რაც შეიძლება მარტივი და მრავალფუნქციოური პროგრამები ბიზნეს პროცესების სამართავად. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა ბიზნეს პროგრამიდან გაუსვლელად გამოიყენოს ბიზნეს ინტერნეტბანკის ფუნქციონალი, გადარიცხოს ან გადაიხადოს თანხა მარტივად. ამ ფუნქციონალის თქვენს პროგრამაში ინტეგრაციაში ბიზნეს ინტერნეტბანკის API სერვისები დაგეხმარებათ.

მომხმარებლის ინფორმაციის ანალიზი - იმისთვის, რომ ბიზნესმა კარგად შეძლოს საკუთარი მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება, აუცილებელია მათზე საჭირო ინფორმაციის ფლობა და დამუშავება. Api.bog.ge-ს მეშვეობით შეძლებთ მომხმარებლის ფინანსურ მონაცემებზე წვდომას, რაც სერვისის გაუმჯობესებაში და თქვენს ვებ/მიბაილ აპლიკაციაში ახალი ფუნქციონალის შექმნაში დაგეხმარებათ. მომსახურება შექმნილია საქართველოს ღია ბანკინგის სტანდარტების შესაბამისად და სრულად დაცულია მომხმარებლის პირადი ინფორმაცია. ფუნქციის ჩაშენების მეშვეობით შეძლებთ ქრონოლოგიური სიზუსტით მიიღოთ ინფორმაცია მომხმარებლის მიერ შესრულებულ ოპერაციებსა და მათ დეტალებზე.  შესაბამისად, თუ ხართ ფინტექ ან ტექ.კომპანია, ამ ეტაპზე ღია ბანკინგის ფარგლებში მიიღებთ წვდომას API სერვისის სატესტო გარემოზე, სანამ ღია ბანკინგის რეგულაცია ფინტექ კომპანიებზეც გავრცელდება. ამ გზით წინასწარ განსაზღვრავთ, რა შესაძლებლობა გეძლევათ, იმისთვის, რომ მომხმარებლებს მომსახურების ახალი სტანდარტი შესთავაზოთ. სატესტო გარემოზე წვდომისთვის რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ  Api.bog.ge-ზე მომხმარებლის ინფორმაციის გვერდზე - https://api.bog.ge/products/openbanking

მნიშვნელოვანია, რომ 1000-ზე მეტმა კომპანიამ უკვე წარმატებით შეძლო მსგავსი სისტემების საკუთარ პლატფორმაზე ინტეგრაცია, ახლა კი ჯერი უფრო მცირე და საშუალო ზომის კომპანიებზეა. მსგავსი Api სერვისების დანერგვა კი განსაკუთრებით, ელ.კომერციის პლატფორმებისა და B2B კომპანიებისთვის იქნება საინტერესო.

 

ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×