ყველაფერი, რაც NFT-ს შესახებ უნდა იცოდე

ჯერ კიდევ 2021 წელს უკვე ყველასთვის ცნობილი იყო, რომ NFT სულ მალე ინტენსიურად შემოიჭრებოდა ჩვენს ცხოვრებაში და ასეც მოხდა. ეს ის ფენომენია, რომელზეც დღეს უამრავი ადამიანი საუბრობს, თუმცა, ბევრისთვის მაინც უცნობი რჩება, რეალურად, რას წარმოადგენს NFT, იგივე non-fungible token (შეუცვლელი ჟეტონი) და როგორ გამოიყენება ის. 

სწორედ ამიტომ, დეტალურად გიამბობთ, ყველაფერს, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ. 

რა არის NFT?

NFT ერთგვარი ციფრული აქტივია და მისი ყიდვა-გაყიდვა ონლაინაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მისი შეძენა, ძირითადად, კრიპტოვალუტით ხდება და, როგორც წესი, ის ბევრი კრიპტოვალუტისთვის დამახასიათებელი  პროგრამული უზრუნველყოფითაა დაშიფრული.

თუმცა, განსხვავებით ისეთი კრიპტოვალუტისგან, როგორიც ბიტკოინია, NFT უნიკალურია და მისი ჩანაცვლება შეუძლებელია, ანუ - ბიტკოინი ჩვეულებრივი ციფრული ვალუტაა, რომლის გადაცვლაც შესაძლებელია, NFT კი განსხვავებულია. თითოეულ მათგანს აქვს ციფრული ხელმოწერა, რაც შეუძლებელს ხდის NFT-ების გაცვლას. მაგალითად, „Charlie Bit My Finger“ არ არის „EVERYDAYS-ის“ ტოლფასი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი, ორივე NFT-ები არიან.

NFT-ს პოპულარობის ზრდა

მიუხედავად იმისა, რომ NFT 2014 წლიდან არსებობს, ის ცნობადობას ახლა იძენს, რადგანაც ციფრული ნამუშევრის ყიდვა-გაყიდვისთვის ამ ტიპის აქტივი მშვენიერი გზაა.  

აქვე გეტყვით, რომ პირველი ცნობილი "NFT", Quantum, კევინ მაკკოიმ და ანილ დეშმა 2014 წლის მაისში შექმნეს, რომელიც მაკკოის მეუღლის, ჯენიფერის მიერ გადაღებულ ვიდეოკლიპს მოიცავდა. მაკკოიმ ვიდეო Namecoin-ის ბლოკჩეინზე დაარეგისტრირა და Dash-ს 4 დოლარად მიჰყიდა. მაკკოიმ და დეშმა ტექნოლოგიას "მონეტიზებული გრაფიკა" უწოდეს.

მომდევნო წლებში NFT, მაინც და მაინც, დიდი ყურადღებით არ სარგებლობდა, თუმცა, უკვე 2017 წელს ონლაინ თამაშში Cryptokitties საკოლექციო კატების დებიუტი შედგა, რომელთა შეძენაც Ethereum Blokchain პლატფორმაზე იყო შესაძლებელი. სწორედ აქედან დაიწყო NFT-ს პოპულარობის ზრდა და დღემდე მასზე 200 მილიონამდე აშშ დოლარია დახარჯული. 

როგორ მუშაობს NFT?

NFT იქმნება, ან „იჭრება“ ციფრული ობიექტებისგან, რომლებიც წარმოადგენს როგორც მატერიალურ, ასევე არამატერიალურ ელემენტებს, მათ შორის:

  • ხელოვნება
  • GIF-ები
  • ვიდეოები
  • კოლექციები
  • ვირტუალური ავატარები 
  • მუსიკა

ტვიტებიც კი შეიძლება იყოს NFT: Twitter-ის თანადამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ თავისი პირველი ტვიტი NFT-ის სახით 2 მილიონ ფუნტზე მეტად გაყიდა. 

არსებითად, NFT ჰგავს ფიზიკური კოლექციონერის ციფრულ ობიექტებს. ასე რომ, ნაცვლად იმისა, კოლექციონერმა კედელზე დაკიდოს რეალური ზეთის ნახატი, მყიდველი ციფრულ ფაილს იღებს.

ის ასევე იღებს საკუთრების ექსკლუზიურ უფლებებს. NFT-ებს ერთდროულად  მხოლოდ ერთი მფლობელი შეიძლება ჰყავდეს. ამ ციფრული აქტივების უნიკალური მონაცემები აადვილებს მათი საკუთრების გადამოწმებას და ტოკენების მფლობელებს შორის ყიდვა-გაყიდვას. მფლობელს ან შემქმნელს ასევე შეუძლია შეინახოს კონკრეტული ინფორმაცია მათ შიგნით. მაგალითად, მხატვრებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ თავიანთ ნამუშევრებს NFT-ის მეტამონაცემებში. 

რისთვის გამოიყენება NFT?

ბლოკჩეინის ტექნოლოგია და NFT არტისტებსა და კონტენტის შემქმნელებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ნამუშევრების მონეტიზაცია მოახდინონ. 

მაგალითად, მხატვრებს თავიანთი ნამუშევრების გასაყიდად გალერეები და აუქციონები აღარ სჭირდებათ. ამის ნაცვლად, მხატვარს შეუძლია, პირდაპირ მიჰყიდოს იგი პირდაპირ მომხმარებელს, როგორც NFT.

გარდა ამისა, მხატვრებს შეუძლიათ დააპროგრამონ ჰონორარი, რის მერეც თავიანთი ნამუშევრის ხელახლა გაყიდვისას ისინი გაყიდვების პროცენტს მიიღებენ. ეს NFT-ს მხატვრებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. 

და ბოლოს, როგორ უნდა შეიძინოთ NFT?

თუ გსურთ შექმნათ თქვენი საკუთარი NFT კოლექცია, თქვენ უნდა შეიძინოთ რამდენიმე ძირითადი ელემენტი:

პირველ რიგში, თქვენ უნდა მიიღოთ ციფრული საფულე, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შეინახოთ NFT და კრიპტოვალუტები. ასევე, დაგჭირდებათ გარკვეული კრიპტოვალუტის შეძენა, როგორიცაა Ether, იმისდა მიხედვით, თუ რა ვალუტას მიიღებს თქვენი NFT პროვაიდერი. კრიპტოს შეძენა შეგიძლიათ საკრედიტო ბარათის გამოყენებით ისეთ პლატფორმაზე, როგორიცაა Coinbase. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ მის გადატანას ბირჟიდან თქვენს სასურველ საფულეში.

პოპულარული NFT ბაზრები

საფულის დაყენებისა და კრიპტოს შეძენის შემდეგ, თქვენ უკვე შეძლებთ, ისეთ ბაზრებზე შეიძინოთ NFT, როგორებიცაა:

  • OpenSea.io 
  • Rarible
  • Foundation 

მიუხედავად იმისა, რომ ეს და სხვა პლატფორმები მასპინძლობს ათასობით NFT შემქმნელსა და კოლექციონერს, დარწმუნდით, რომ ყურადღებით გააკეთეთ თქვენი კვლევა ყიდვამდე. ზოგიერთი ხელოვანი იმიტატორების მსხვერპლი გახდა, რომლებმაც ნამუშევრები მათი ნებართვის გარეშე გაყიდეს. 


ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×